10:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 13:26:05, 362 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპამ უნდა გამოიღვიძოს

ევროპამ უნდა გამოიღვიძოს, - ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.

„ევროპამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეთარგიული ძილიდან უნდა გამოიღვიძოს, რომლითაც მას, სამწუხაროდ, უკვე გარკვეული პერიოდია სძინავს“, - განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

მისი თქმით, ევროპამ საკუთარი თავდაცვის პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რაც მას აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირების საშუალებას მისცემს.

„ბოლოდროინდელი მოვლენები და აშშ-ის განსხვავებული შეხედულებები გვავალდებულებს, რომ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, სწრაფად ვიმოქმედოთ და იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც განვიხილავთ, გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics