10:44 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 08:44:37, 499 ნახვა

მსოფლიო
ილონ მასკი - ზელენსკი ვერ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უკრაინელი ხალხის ნებას წარმოადგენს

ზელენსკი ვერ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უკრაინელი ხალხის ნებას წარმოადგენს, თუ არ აღადგენს პრესის თავისუფლებას და არ შეწყვეტს არჩევნების გაუქმებას! - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც მხარდაჭერის ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს, უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე.

„საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვაში დაარწმუნა, რათა წასულიყო ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია. ამ ყველაფერთან ერთად, ზელენსკი აღიარებს, რომ ფულის ნახევარი, რომელიც გავუგზავნეთ, “დაკარგულია”. უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს უკრაინულ გამოკითხვებში, და ერთადერთი რაშიც კარგი იყო, იყო ბაიდენით “მანიპულირება”. დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თუ არადა ქვეყანა არ დარჩება“, - აღნიშნა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics