10:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 16:05:15, 536 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები, კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები, კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრებით, იმპორტსა და ექსპორტზე ახალი აკრძალვების შემოღებით და პუტინის „ჩრდილოვან ფლოტზე“ სანქციების დაწესებით, ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანის „ფარულ კარს“ ვხურავთ. კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს“, - წერს კაია კალასი.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი კრემლზე ზეწოლის გაგრძელებისთვის მზად არის.

„სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები. ევროკავშირი პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდების მიზანში ამოღებით სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს კიდევ უფრო ამკაცრებს და იმპორტსა და ექსპორტზე ახალ აკრძალვებს აწესებს“, - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics