13:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 19:20:06, 445 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავინ დარჩება დაუსჯელი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სანქციები სია უნდა გაიზარდოს და  ყველას, ვინც რეჟიმის დავალებით რეპრესიებში მონაწილეობს უნდა აგოს პასუხი.

მისივე თქმით, ყველა დამნაშავე პირი იქნება იდენტიფიცირებული.

„მე იქ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ სანქციების სიები არ უნდა იყოს შედგენილი მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ცნობილი და ვერტიკალის ზემოთ. თავისთავად ისინი არიან პირველი მიზნები ამ სანქციების. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია, ყველა პოლიციელმა, რომელიც იძლევა ცრუ ჩვენებას, ყველა მოსამართლემ, რომელიც კითხულობს თავის ტელეფონში რა უნდა გამოიტანოს განაჩენი, ასევე ყოველი "ტიტუშკა", რომელიც იქნება ამოცნობილი, ან კრიმინალური პოლიციის წევრი, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ ყველა სახელობით იყოს ამოცნობილი, ყველა ეს ადამიანები იქნებიან იმ სიაში. ისინი პირველ რიგში იქნებიან დასჯილი საზოგადოების მიერ, როცა მათი ვინაობა იქნება ცნობილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან რომ დაგედება ის შავი წერტილი, შეიძლება ის მთელი ცხოვრება ატარო. ასევე, სანქციები სია უნდა გაიზარდოს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავინ დარჩება დაუსჯელი, როდესაც მიდის მისი მოქალაქეების წინააღმდეგ.“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics