13:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 15:37:46, 383 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - რუსეთის მარიონეტები საქართველოში არჩევნებს იპარავენ და ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევენ

ჩვენ ვიღებთ რეზოლუციას, რომელზეც დებატები გასულ კვირას გაიმართა. ევროპარლამენტი დგას საქართველოს გვერდით და დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის ევროკავშირის პარტნიორი სახელმწიფო.

,,ჩვენ მხარს ვუჭერთ პროდემოკრატიულ, პროევროპულ პოზიციას, რომელსაც გამოხატავს ქართველი ხალხი, რუსეთის მარიონეტები კი იქ არჩევნებს იპარავენ და ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევენ. აღმაშფოთებელია, რომ აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოხატავენ საკუთარ აზრს და ისჯებიან მხოლოდ იმისთვის, რომ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩვენ იმდენი ხანი ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები, მაგრამ ის უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი არჩევნები ჩატარდება და კრემლის მარიონეტები მასში ჩარევას ვერ მოახერხებენ. ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება და ნებისმიერმა მთავრობამ, რომელიც არჩეული იქნება, პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოდის და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს, არ უნდა ისჯებოდეს პატიმრობით", - განაცხადა ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა "მთავარ არხთან" საუბრისას.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics