|
2025-02-12 11:41:14, 369 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვურჩევდი, რომ სპეკულირებას თავი დაანებოს
ჩვენმა საზოგადოებამ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი, პოლიტიკური პრეფერენციები უკვე ნახა, ეს ადამიანი პარლამენტის წინ იდგა და ფაქტობრივად, თავისი პოლიტიკური მხარდაჭერით ძალადობრივ პროცესებს ახალისებდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას არასერიოზულად აღიქვამს. „მისი ყველა განცხადება, რომელიც შეიძლება, „გულწრფელობით“ იყოს ნაკარნახევი, არასერიოზულია. ჩვენ ვიცით, მისი შიდა მხარდაჭერა რა არის, ამიტომ ვურჩევ, რომ საკუთარ მოსახლეობაზე უფრო მეტად იზრუნოს, ვიდრე ვითომ, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის მეგობრის სახელით რომ მიმართავს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ევროკომისიის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ არც ერთი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმის, რომ საქართველოს თაობაზე ეს საკითხი კითხვის ქვეშ დადგეს. როგორც წესი, ეს ადამიანი სათავეში უდგას ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებას ევროკავშირის ინსტიტუტებს ამოფარებული. მას ვურჩევდი, რომ ამ საკითხის სპეკულირებას თავი დაანებოს, რადგან ვიზალიბერალიზაცია არ ეკუთვნის არც რომელიმე მთავრობას და არც რომელიმე პოლიტიკოსს, ეს საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნის. როცა ვინმე ამ საკითხზე კითხვას სვამს, ის პირდაპირ იერიშზე გადის საქართველოს მოსახლეობასთან და მის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მახაშვილმა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველო ახლანდელი კურსით ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობას, მზად ვართ, გავამკაცროთ სანქციები, მათ შორის, გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა“.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)