22:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 19:15:23, 603 ნახვა

პოლიტიკა
10 მარტიდან პარლამენტის კვლევითი ცენტრი ლიკვიდირებულ იქნება

მიმდინარე წლის 10 მარტიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პარლამენტის კვლევითი ცენტრი ლიკვიდირებულ იქნება.

ცენტრის ბალანსზე არსებული ქონება და მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სხვა შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსი საქართველოს პარლამენტის ბალანსზე გადაინაცვლებს. ლიკვიდაციის შედეგად, პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები გათავისუფლდებიან, თუმცა მიიღებენ კომპენსაციას, რომელიც 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას შეადგენს.

პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

„2019 წელს, როდესაც პარლამენტის კვლევითი ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიქმნა, მისი მიზანი იყო, რომ ყოფილიყო ცალკე სუბიექტი, რომელსაც კვლევითი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა ექნებოდა არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ გარე ფინანსური რესურსების მოძიების შესაძლებლობაც და სხვა კვლევით ცენტრებთან კოლაბორაციის წარმოებაც.

რეალობამ კი აჩვენა, რომ გარე ფინანსების მოძიების რესურსი იმდენად არ იყო დიდი, რომ მასზე დაყრდნობით მასშტაბური კვლევების ჩატარება შეიძლებოდა. ამავე დროს, გარე კვლევების და პარლამენტის მიღმა საქმიანობაში ჩართვა თანამშრომლების რესურსების სხვა მიმართულებებზე გადამისამართებას გულისხმობდა.

პირველი მიზანი, რომელიც ჩადებული იყო პარლამენტის კვლევითი ცენტრის შექმნაში, ვერ განხორციელდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების ახსნაზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics