22:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 17:06:52, 414 ნახვა

პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - მორიგი ე.წ. კანონმდებლობის გამკაცრება სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაანონსება

მორიგი ე.წ. კანონმდებლობის გამკაცრება სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაანონსება, –  ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიამ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ ცვლილებებზე, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც სამართლიანად უხეირო დიქტატორის სტატუსს ატარებს, გადაწყვიტა, დიქტატურა დაამყაროს ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც ვერაფერი დაუპირისპირა იმ სახალხო პროტესტს, რომელიც ორ თვეზე მეტია, მიმდინარეობს მის მიერ კონსტიტუციის ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავზე გადახევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს მორიგი ე.წ. კანონმდებლობის გამკაცრება სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაანონსება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ ეშინია რეჟიმს, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ის ავტორიტარული და უკვე დიქტატორული მეთოდების გამოყენება გადაწყვიტა, რომელიც არ იმუშავებს, რამდენადაც ქართველი ხალხი გააგრძელებს ამ ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის დაცვას მიუხედავად შეშინებული დიქტატორის მცდელობებისა, გაზარდოს ჯარიმები, გაზარდოს პატიმრობის ვადები თუ სხვა“,- განაცხადა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics