01:13 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-02 10:55:37, 578 ნახვა

მსოფლიო
აშშ ტარიფებს აწესებს კანადიდან, ჩინეთიდან და მექსიკიდან შემოსულ საქონელზე

შეერთებული შტატები აწესებს ტარიფებს კანადიდან, ჩინეთიდან და მექსიკიდან შემოსულ საქონელზე. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს, 1 თებერვალს.

კანადისა და მექსიკიდან პროდუქციაზე განაკვეთი 25 პროცენტამდე იქნება, ხოლო კანადიდან ნედლი ნავთობის განაკვეთი 10 პროცენტით არის განსაზღვრული. იგივე ათი პროცენტი ვრცელდება ჩინეთიდან შემოსულ საქონელზე.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა თავისი გადაწყვეტილება არალეგალური ემიგრანტებისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის მუქარით ახსნა. „ჩვენ უნდა დავიცვათ ამერიკელები და ჩემი, როგორც პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, დავიცვა ყველას უსაფრთხოება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ამ დრომდე, შეერთებულ შტატებს, კანადასა და მექსიკას შორის საქონლის ვაჭრობაზე პრაქტიკულად არ არსებობდა დამატებითი ტარიფები, რადგან ვაშინგტონმა, ოტავამ და მეხიკო სიტიმ გააფორმეს USMCA თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს თეთრ სახლში მისი პირველი ვადის დროს.

მექსიკურ პროდუქტებზე ტარიფებმა შეიძლება მძიმე დარტყმა მიაყენოს გერმანულ კომპანიებს, განსაკუთრებით ავტო ინდუსტრიაში. გერმანელი ავტომობილების მწარმოებლების უმეტესობა და კომპონენტების მრავალი მიმწოდებელი იყენებს მექსიკას, როგორც იაფი წარმოების ობიექტს და იქიდან აწვდის მათ პროდუქციას აშშ-ს ბაზარზე. Volkswagen-ს, Audi-ს და BMW-ს ქარხნები აქვთ მექსიკაში, ხოლო Mercedes-Benz აწარმოებს მანქანებს იქ Nissan-თან ერთობლივ ქარხანაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics