13:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 11:24:29, 611 ნახვა

სამართალი
მკვლელობა ლილოს დასახლებაში - ახალი დეტალები

4 შვილის მამა, რომელიც ავეჯის ბიზნესს ფლობდა, მანქანაში გვიან ღამით, რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ არაერთი გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილიდან გაუჩინარდა. დაჭრილი მამაკაცი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა და დასუფთავების მანქანას შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილს, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, სანომრე ნიშნები ჰქონდა მოხსნილი, რაც ეჭვებს იწვევს, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო. ცნობილია, რომ მოკლულსა და თავდამსხმელს შორის დაპირისპირებას აქამდეც ჰქონდა ადგილი.

„40-წლამდე კაცია. ნომრებიც მოხსნილი ჰქონდა. აქაური არ არის. მანქანაც არ მეცნობა“, - ამბობს ადგილობრივი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები აწარმოეს, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოიღეს, და ეძებენ შეიარაღებულ მამაკაცს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics