02:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 12:47:19, 379 ნახვა

პოლიტიკა
ანა ბუჩუკური - ეს იყო პირველი შემთხვევა ევროსაბჭოს მხრიდან, როდესაც ოფიციალურად ითქვა, რომ არ არის ეს არჩევნები აღიარებული

ტრაგედიაა, რომ 1999 წლის 27 იანვარს საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი, 26 წლის თავზე კი, ხალხის დაუკითხავად, ივანიშვილის ე.წ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დატოვოს, თითქოს დაასწრო ევროსაბჭოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

„ეს იყო პირველი შემთხვევა ევროსაბჭოს მხრიდან, როდესაც ოფიციალურად ითქვა, რომ არ არის ეს არჩევნები აღიარებული და შესაბამისად ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და არის ახალი არჩევნების ჩატარება. ეს არის საქართველოს და იმ თითოეული მოქალაქის დამსახურება და მე ვიტყოდი გამარჯვება, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში, მიუხედავად სისტემური ძალადობისა, დგას და იცავს საკუთარი ქვეყნის მომავალს. არამხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ ეროვნული ინტერესებს და ზოგადად საქართველოს მომავალს.

რაც შეეხება „ოცნების“ ამ სასოწარკვეთილ რეაქციას, ეს არის ზუსტად ეროვნული ინტერესების ღალატი, სხვა არაფერი. დასავლეთის ნაწილი რატომ გვინდა რომ ვიყოთ? იმიტომ, რომ დასავლურ ცივილურ სამყაროში საქართველო და ქართველი ხალხი ყველაზე კარგად დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და ეროვნულ იდენტობას. ეს არაა რაღაც მარაზმი ახალ ფორმატებს რომ გვთავაზობს და ე.წ. ხელისუფლება ნელ-ნელა გვაპარებს 3+3 ფორმატს. ეროვნული იდენტობის დასაცავი ბრძოლაა ის, რაც ხდება საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში. ასევე ტრაგედიაა, რომ 1999 წლის 27 იანვარს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი და იყო ზურა ჟვანიას ცნობილი ფრაზა „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“. 26 წლის თავზე კი, ქართველი ხალხის დაუკითხავად, ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ ასე სასოწარკვეთილად გადაწყვიტა, რომ ტოვებს, თითქოს დაასწრო ევროპის საბჭოს. ვიმეორებ, ეს არის ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ღალატი“, – განაცხადა ბუჩუკურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics