03:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 14:41:56, 403 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სასაუბრო თემა მზია ამაღლობელის საკითხი იყო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სასაუბრო თემა მზია ამაღლობელის საკითხი იყო - დაგვპირდა, რომ პირადად ჩაერევა ამ საკითხის მოგვარებაში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, ბრიუსელში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, სასაუბრო თემა მზია ამაღლობელის საკითხი იყო. ნომერ პირველი, უსწრაფესი, დღეებისა და საათების ამოცანაა, რომ ის გათავისუფლდეს და ეს ძალიან კარგად გაიგო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და დაგვპირდა, რომ პირადად ჩაერევა ამ საკითხის მოგვარებაში.

ასევე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, სხვა პოლიტპატიმრებზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ ძალიან ბევრნი გვყავს. ჟურნალისტები, მსახიობები, სტუდენტები, ექიმები - ყველა პროფესიასა და ჯგუფს შეეხო ეს უმძიმესი ვითარება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics