|
2025-01-28 13:50:47, 419 ნახვა
პოლიტიკა
„თითქოს საქართველოში დიდი ძმა გიყურებს" – რუმინელმა დელეგატმა PACE-ზე არჩევნები შეაფასა
27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) რუმინეთის დელეგაციის თავმჯდომარემ, იულიან ბულაიმ საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. ის 26 ოქტომბრის არჩევნებს PACE-ის სადამკვირვებლო მისიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად აკვირდებოდა. როგორ რუმინელმა დეპუტატმა სესიაზე განაცხადა, PACE-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ შედგენილი და გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიში "შეშფოთებებს აჩენს [საქართველოს] არჩევნების შედეგების სისწორესა და კონკრეტულად, იმის შესახებ, ნამდვილად ასახავდა თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას". ანგარიში ხაზს უსვამს რიგ ხარვეზებს, რომლებმაც "მნიშვნელოვნად შეარყია საარჩევნო პროცესის სამართლიანობა და მისი შედეგების ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დააყენა", მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის არათანაბარმა პირობებმა, როდესაც, ადმინისტრაციული რესურსების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების გზით, ცხადი უპირატესობა სწორედ ქართულ ოცნებას მიენიჭა. ბულაის თქმით, ანგარიში ასევე ასახავს გაღრმავებულ პოლარიზაციას, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის შესახებ გაჩენილ ეჭვებს, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებასა და როგორც ამომრჩევლისკენ, ისე აქტივისტებისკენ მიმართულ დაშინებისა და ზეწოლის მცდელობებს. "საარჩევნო უბნებთან საეჭვო ადამიანების ყოფნა, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ და პოტენციურად აკონტროლებდნენ კიდეც ამომრჩევლებს, გამოიწვია შეგრძნება, თითქოს საქართველოში დიდი ძმა გიყურებს". - თქვა ბულაიმ. ბულაიმ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს მიღებული კანონმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის და, ზოგადად, განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოახდინა, ხოლო საარჩევნო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების "ბოლო წუთას" შეტანამ, ეჭვქვეშ დააყენა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის საკითხი. რუმინელმა დეპუტატმა საუბრის ბოლოს მოუწოდა ივანიშვილის მთავრობას სხვა ძალებთან თანამშრომლობისკენ, რათა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომლის ლეგიტიმურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)