07:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-26 14:50:34, 792 ნახვა

პოლიტიკა
დენიელ ფრიდი საქართველოზე - მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას

"მე მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო. და ნამდვილად მესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს, დემოკრატიის მომხრე ქართველებს აქვთ იმის თაობაზე, რომ ახლანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს. ეს მესმის. მაგრამ მინდა მაყურებელს მოვუწოდო, რომ არ იფიქრონ აღიარების საკითხზე, როგორც გარე მხარდაჭერის ერთადერთ ზომასა და ინსტრუმენტზე“, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის სხვა გზებიც, და ამერიკასა და ევროპას ამის დიდი გამოცდილება აქვს. საქართველოს მომავალი არაა დემოკიდებული იმაზე, რას გააკეთებს დასავლეთი, ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებს ქართველი ხალხი.

დიპლომატის თქმით, საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია.

„საქართველოში ლეგიტიმაციის კრიზისია, „ქართული ოცნების“ მთავრობა როგორც ჩანს, დამახინჯებულად მოწადინებულია, რომ გააღრმაოს საქართველოს იზოლაცია და ეს შეიძლება მათი მიზანიც კი იყოს. ეს ნამდვილად იქნება მოსკოვის მიზანი, რომ საქართველოს მთავრობის იზოლირება მოახდინონ და ამით საქართველო კიდევ უფრო მეტად მოექცეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ, [გახდეს] მასზე დამოკიდებული“, - განმარტა დენ ფრიდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics