08:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 19:17:21, 570 ნახვა

პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ ყველა პირი, ვინც ემსახურება ოცნების რეჟიმს, არის პერსონა ნონ გრატად აღიარებული ევროკავშირის მასშტაბით

„ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ ყველა პირი, ვინც ემსახურება „ოცნების“ რეჟიმს, არის პერსონა ნონ გრატად აღიარებული ევროკავშირის მასშტაბით.“- განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა

დღეს ევროკავშირში ჩანიშნულია საბოლოო შეხვედრა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე, რომელიც დიდი ალბათობით ამოქმედდება „ქართული ოცნებისთვის“, რასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველა, ვინც კი ემსახურება „ოცნების“ რეჟიმს, დასავლეთის მხრიდან აღიარებულია პერსონა ნონ გრატად;

 „ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი პრაქტიკულად ამბობს, რომ ყველა ის პირი, ვინც კი ემსახურება „ოცნების“ რეჟიმს, არის პერსონა ნონ გრატა აღიარებული ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, მთავარი საშინაო დავალება სინამდვილეში არის ჩვენი გასაკეთებელი, ქართველი ხალხის შესასრულებელი, რომ გავაკეთოთ არჩევანი - გვინდა რომ ასეთი ხელისუფლება გვყავდეს, რომლებიც მართლაც მხოლოდ ჩელიაბინსკში და აღმოსავლეთის მიმართულებით ივლიან, თუ გვინდა დემოკრატიული, პროევროპული, ახალი მთავრობა. ეს ერთგვარი მესიჯის მატარებელიც არის, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული შეზღუდვა იმ პირების მიმართ, ვინც დგას „ოცნების“ სამსახურში.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics