06:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 23:38:31, 1137 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევი 50 ათასამდე სამშვიდობოების განლაგებას რეალისტურად მიიჩნევს - FT

200 000 დასავლელი სამშვიდობოების უკრაინაში განლაგება, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დავოსში მოითხოვა, არ არის რეალისტური სცენარი, წერს Financial Times (FT). ეს არის "ბევრად მეტი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობდნენ მოკავშირეთა დესანტირებაში ნორმანდიაში მეორე მსოფლიო ომის დროს", - აღნიშნავს გამოცემა და მოჰყავს მნიშვნელოვნად უფრო მცირე ციფრები, რომლებიც ისმის კიევისა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის დისკუსიებში.

უკრაინის ოფიციალური პირები თვლიან, რომ შესაძლებელია ქვეყანაში 40-50 ათასი უცხოელი ჯარისკაცის შემოყვანა, რათა დაეხმაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფას 1000 კმ სიგრძის ფრონტის ხაზის გასწვრივ, აღნიშნავს გამოცემა შემდგომ დისკუსიაში მონაწილე წყაროზე დაყრდნობით.

ამ ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინაში სამშვიდობოების განლაგების იდეას 3 თებერვალს არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე დაუჭირეს მხარი, თუ ეს არის ფართომასშტაბიანი მისია მრავალი ქვეყნის მონაწილეობით. პოლონეთმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელმაც შესაძლოა თებერვლის ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ თანამდებობა დატოვოს, ამ სცენარის წინააღმდეგ უკვე ისაუბრეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics