12:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 14:22:30, 524 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით

სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით - ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდადებული შეიწყალა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ყველაფერს და განცხადებები, რომ პარტიული ინტერესი იდგა ამ ყველაფრის უკან, „სისულელეა“.

„სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, როდესაც კეთილი საქმე კეთდება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ყოველთვის გამოდიან ასეთი განცხადებებით. ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ამ ყველაფერს. 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ემხრობა პრაგმატულ პოლიტიკას. ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან. ამას მივესალმებით. ზოგადად, ჰუმანიზმის გამოვლინება მისასალმებელია“, - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics