18:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 18:20:36, 893 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსი დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანკ კაპანაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრნენ.

„თანამედროვე ბრძოლის ველი წარმოუდგენელია მყარი, ფარული და უწყვეტი კავშირგაბმულობის გარეშე. ეს არის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სამწუხაროდ უახლოესი წარსულიდან ძალიან ცუდი მაგალითები გვქონდა, რომლის გამეორებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ჩვენ ვიცით როგორ გავაუმჯობესოთ არსებული ვითარება და როგორ მოვამზადოთ პირადი შემადგენლობა. ვიცით რა აღჭურვილობით უნდა აღიკაზმოს მომავალი ქართველი კავშირგაბმულობის მებრძოლი თუ მართვის პუნქტი, მაგრამ ყველაფერს ადამიანი სჭირდება. ადამიანი მართავს ყველა სისტემას და ამიტომაც მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ კადრების მომზადებას. მიხარია რომ შეიარაღებულმა ძალებმა კვალიფიციურად მომზადებული მეკავშირეების კიდევ ერთი გამოშვება მიიღო,“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

კავშირგაბმულობის სპეციალიზაციის კურსი 15-მა მსმენელმა დაამთავრა. 23 კვირის განმავლობაში მსმენელებმა ელექტროობის თეორია და კომპიუტერული ქსელები, კავშირგაბმულობის თეორია, მოკლეტალღოვანი, ულტრა-მოკლეტალღოვანი და დეციმეტრული რადიო სადგურების წარმოება შეისწავლეს.

ცერემონიის ბოლოს გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. დღეიდან, კურსებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ ქვედანაყოფებში გააგრძელებენ სამსახურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics