08:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 09:57:45, 461 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკაზე - ხვალ, მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებს და იმიგრაციაზე შეზღუდვებს დააწესებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ხვალ მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება. ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს. ხვალიდან ვიმოქმედებ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებ თითოეულ კრიზისს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“, - განაცხადა ტრამპმა.

Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა გაიმეორა თავისი წინასაარჩევნო დაპირება აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მილიონობით მიგრანტს დააზარალებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია დღეს გაიმართება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics