05:09 - 28 Jun, 2026
|
2025-01-18 08:18:55, 2384 ნახვა
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია - ვამაყობ, რომ ამ დიდი კლუბის ფეხბურთელი გავხდი
ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტზე, რომელიც 17 იანვარს საღამოს გააფორმა და ძალაში 2029 წლამდეა. „აქ ყოფნა ოცნებაა. „პარი სენ-ჟერმენზე“ ბევრი ძალიან კარგი რამ მითხრეს. უზომოდ ვამაყობ, რომ ამ დიდი კლუბის მოთამაშე გავხდი. ახლა მოუთმენლად ველოდები, ახალი გუნდის ფორმას როდის მოვირგებ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ. „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელია 7-ნომრიან მაისურს მოირგებს. ხვიჩა ფრანგული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, სულ კი 50-ე ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც ამ გუნდში ითამაშებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)