|
2025-01-17 14:37:36, 367 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - "ოცნება" იგრძნობს სუსხს, რომელიც წამოვა სახდეპის ახალი ადმინისტრაციისგან
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ცხადია რომ ჩვენი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნას. მისივე თქმით 20 იანვრის შემდეგ ახალი ადმინისტრაციის იმედი არ უნდა ჰქონდეთ ოცნების წარმომადგენლებს. „ცხადია, რომ მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ გაგრძელდება. ეს მხარდაჭერა იქნება თანმიმდევრული - უწყვეტი მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნას და სანამ, ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. ამიტომ, „ქართული ოცნების" პროპაგანდა, რომ 20 იანვრის შემდგომ მათთვის სასიკეთო ცვლილებები იქნება აბსურდია, რადგან არანაირი სასიკეთო ცვლილებები არ იქნება ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმებისთვის, როგორსაც „ქართული ოცნება" წარმოადგენს. 20 იანვრის შემდეგ აშშ-ში იქნება ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან სწრაფად დაიწყებს ფუნქციონირებას, ძალიან სწრაფად გადადგამს ნაბიჯებს. „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ტყუილად აქვს იმედი, რომ საქართველოსთვის ვერ მოიცლიან, მოიცლიან საქართველოსთვის, საქართველო დარჩება პრიორიტეტების სიაში, ქართველი ხალხის დახმარება დარჩება და იქნება პრიორიტეტი ახალი ადმინისტრაციისთვის. ავტორიტარული რეჟიმები იგრძნობენ იმ სუსხს, რომელიც მათ ექნებათ სწორედ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან." - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოსთან მიმართებაში და ის ადმინისტრაციული ცვლილება რომელიც უწყებაში იგეგმება არ შეცვლის პოლიტიკას რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს. „სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ძალიან სწრაფად მუშაობას, ტრანზიცია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, სავსებით არ ეხება იმ პოლიტიკას, რაც საქართველოს მიმართ არსებობს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ რა თქმა უნდა, ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა და ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერა გაგრძელდება ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც." - განაცხადა მან. ამასთან, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრამდე IRI-ის ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც თან ჰქონდათ ოთხი პოლიტიკური გაერთიანების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელმაც ქვეყანას კრიზისი უნდა დააძლევინოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)