15:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 10:39:59, 383 ნახვა

პოლიტიკა
რიში - საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ, იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს

ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს, - ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

რიში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია.

„ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია,“ - განაცხადა რიშმა.

გარდა ამისა, საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დემოკრატმა სენატორმა, ტიმ ტეინიმ, რომელიც ამბობს, რომ ამერიკული მხარე საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით ძალიან შეშფოთებულია.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით. ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენი კომიტეტის წევრები, რომელიც ევროპაზე არიან ფოკუსირებული, ამ თემაზე ხშირად საუბრობენ. ეს უკუსვლა ძალიან შემაშფოთებელია. კონკრეტულად, რა უნდა იყოს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ეს შეაკავოს და ეს ქცევა შეზღუდოს, ამას მომავალში ვიხილავთ,“ - განაცხადა ტიმ ტეინიმ „ამერიკის ხმასთან“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics