|
2016-03-04 13:22:31, 1358 ნახვა
კომენტარი
ლევან ბერძენიშვილი: წარმატების შემთხვევაში ზოგიერთს მოუწევს ჩვენი ატანა
,,რესპუბლიკელები" კოალიციაში ვრჩებით და არჩევნებში წარმატების შემთხვევაში ზოგიერთს ისევ მოუწევთ ჩვენი ატანა, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. დეპუტატმა ორპარტიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, გუშინ "რესპუბლიკელებისა" და პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის პრობლემა არ არის. პრობლემა არის ნატოსა და კოალიციას შორის ცალკეულ მოსაზრებებს შორის. „ორპარტიული თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ორი პარტია - „რესპუბლიკური პარტია“ და „ქართული ოცნება“, იმუშავებენ დოკუმენტზე, სადაც შეაჯერებენ ხედვებს და მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც არის ჩვეულებრივ, ნორმალურ, წესიერ ქვეყნებში კოალიციებში შემავალ პარტიებს შორის. ვრჩებით კოალიციაში, ვრჩებით კოალიციაში საარჩევნოდ და წარმატების შემთხვევაში ზოგიერთს მოუწევს ჩვენი ატანა,"- განაცხადა ბერძენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)