|
2025-01-13 13:20:17, 374 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას ითხოვდა, რაც ქვეყნის ომში ჩართვის ტოლფასი იყო
მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით საქართველოზე ზეწოლა უკრაინის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთს კანონები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე არა სხვა ხალხს, არამედ საკუთარ შვილს ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. „ძლივს გადავაფიქრებინე ჩემს შვილს ომში მოხალისედ წასვლა – თქვა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც უკრაინის ხელისუფლებამ მებრძოლების გაგზავნა მოსთხოვა. როდესაც ამაზე უარი მიიღო, საპასუხოდ, კულებამ უკრაინის ელჩი გაიწვია, აქაურმა ოპოზიციამ და ენჯეოებმა კი რუსთაველზე საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომლის მოთხოვნა, რუსეთის სანქცირებასთან ერთად, ხელისუფლების ორგანიზებით ქართველების ომში გაგზავნა იყო. იმ აქციებისას მაშინდელი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ წარმოთქმული ფრაზა კი – „ბომბებით გამოწვეული წვა მირჩევნია, მთავრობის უარით განცდილ სირცხვილს“ – ისტორიას დარჩა. ახლა კი უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უკრაინის კანონის მუხლებში ცდილობს, მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სარგებელზე უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა დანილოვმა, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეშივე ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ საქართველო მისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყოს დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, რადგან რუსეთს „საქმე გამოუჩნდებოდა გარდა იმისა, რომ უკრაინული ქალაქები და სოფლები გაენადგურებინა და უკრაინელი ბავშვები და ქალები დაეხოცა“. მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით საქართველოზე ზეწოლა უკრაინის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთს კანონები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე არა სხვა ხალხს, არამედ საკუთარ შვილს ეხება“, – წერს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)