|
2025-01-13 12:25:09, 453 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - საგამოძიებო კომისიაში „ხალხის ძალა“ ოპოზიციის კვოტით ჩაერთვება
„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის დანაშაული უნდა გამოიძიოს და 2003-2012 წლებში მომხდარ მოვლენებზე პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მოამზადოს, ოპოზიციის სტატუსით „ხალხის ძალის“ დეპუტატები ჩაერთვებიან. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წევრთა რაოდენობა მხოლოდ ნახევარი შეიძლება იყოს, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს. „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს და „ხალხის ძალა“ სწორედ ოპოზიციის კვოტით ჩაერთვება. მისივე თქმით, კომისიის წევრთა რაოდენობა და კონფიგურაცია თებერვლის პირველ კვირას გახდება ცნობილი, როცა საგამოძიებო კომისია შეიქმნება. „ვიდრე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება არ მოხდება, მანამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ეს დაადგინა პრაქტიკამ, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებმა, სადაც პირდაპირ წერია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩადენილია სისტემური დანაშაული. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური ნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ. ბევრი გამოძიება არ დასჭირდება იმას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის დამნაშავე ორგანიზაცია. ეს საჭიროა იმისთვის, რომ როგორც თავის დროზე, ჰიტლერის პარტია გასამართლდა, მათ ბევრი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინათ. აქ ბევრი დრო არ იქნება საჭირო - ყველაფერი ხელის გულზე დევს!“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)