|
2025-01-13 11:23:03, 361 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ჩვენ ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე
ჩვენ ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე - პასუხისმგებლობის აღება ასევე მოუწევს აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს - ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ სამართალდამცველებს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბათუმში, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბათუმში დაკავებულთა შორის არიან მათი კოალიციის წევრები - ვაჟა დარჩია და ლუკა ნაცვლიშვილი. ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ის ასევე ამბობს, რომ ეს ბრძოლა და წინააღმდეგობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. „ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დასახიჩრება, დარბევა, უკანონო დაკავება. ჩვენ ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასიურად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები. ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი და ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული - ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია და „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლუკა ნაცვლიშვილი. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. პარალელურად, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას. თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში თუნდაც, ვერც კი ბედავდა, რომ „ქოცური“ განცხადებები ეკეთებინა, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. მოუწევს ასევე პასუხისმგებლობის აღება აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს - ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ ბათუმში მყოფ სამართალდამცველ პირებს. სამართალდამცველებს, რომელთაც აყრილი აქვთ ღირსება ბესელიას და დგებუაძის ხელმძღვანელობით. ფაქტობრივი მოცემულობა კი არის ის, რომ დღეს სამართალდამცავ უწყებებს აჭარაში მართავს თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე,“ - განაცხადა კუპრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)