|
2025-01-12 22:12:02, 460 ნახვა
პოლიტიკა
რესტორანთან სადაც მოსამართლეები წვეულებას მართავენ პროტესტი გრძელდება
ქართველი მოსამართლეების კორპორატიული წვეულება თბილისის რესტორან ბაბილოში, თუნდაც მსუბუქი მუსიკით გრძელდება. რესტორან "ბაბილოსთან" მოქალაქეები კვლავ მიდიან, ხალხის რაოდენობა უფრო იმატებს. პოლიციას კი შემოსაღვრული აქვს რესტორანის პერიმეტრი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი. ერთ-ერთი მოსამართლის პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაყვანას, აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. სწორედ ამ დროს ჩასვეს პოლიციელებმა მანქანაში აქციის მონაწილე და ტერიტორიიდან გაიყვანეს. “ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას”, - აღნიშნეს ადგილზე სამართალდამცველებმა “რატომ იჭერთ მონებო”, “გაუშვით” - ისმოდა შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)