|
2025-01-11 22:13:12, 511 ნახვა
პოლიტიკა
მსახიობები საპროტესტო მარშს მართავენ
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან მსახიობები საპროტესტო მარშით დაიძრნენ - ხელოვანებს რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვირების განმავლობაში უწყვეტ აქციებს მართავდნენ. პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც ევროპული მომავლის მცველების ნაწილთან ერთად დადგებიან და ივანიშვილის რეჟიმს როგორც ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ასევე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოსთხოვენ. მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილის თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება. "რეჟიმი აუცილებლად დაიხევს უკან. გამოსავალიც არ აქვთ, უკან დახევის საშუალებაც არ აქვთ. რაც უფრო არ აქვთ, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებენ. ფაქტია, რომ ხალხი მიიღებს იმას, რაც უნდა. ამათ უკან დახევა მოუწევთ. გადატყდებიან ხერხემალში დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ", - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი. მსახიობმა ეკა დემეტრაძემ განაცხადა რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ პოლიციური-ძალადობრივი რეჟიმი დაგვიკანონ,
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)