|
2016-03-03 23:00:31, 421 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება დაზუსტდება
„რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება კიდევ უფრო დაზუსტდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა „რესპუბიკელებისა და პრემიერის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, სრატეგიულ თანამშრომლობაში იგულისხმება ყველაზე უფრო მჭიდრო შესაძლო თანამშრომლობა პარტიებს შორის, მათ შორის მომავალ საარჩევნო კონტექსტში. შეთანხმების დეტალებზე კი, როგორც უსუფაშვილი ამბობს, უახლოეს ხანებში შეჯერდებიან. „ამ საკითხში პრემიერის და რესპუბლიკურის პოზიცია არის ძალიან მყარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სტარტეგიულ თანამშრომლობას, სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე თემატურს და მოკლევადიანს. „რესპუბლიკელებსა“ და პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის ამის თაობაზე შეთანხმება კიდევ უფრო დაზუსტდება. სრატეგიულ თანამშრომლობაში იგულისხმება ყველაზე უფრო მჭიდრო შესაძლო თანამშრომლობა პარტიებს შორის, მათ შორის მომავალ საარჩევნო კონტექსტში. ამ ყველაფერზე უახლოეს ხანებში შევჯერდებით. სიახლე ჭირდება ყველაფერს, მათ შორის კოალიციასაც, ჩვენ როდესაც ერთად დავდექით ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში, გქვონდა კონკრეტული ამოცანები მაშინ, იმ რეჟიმის დასრულება, დღეს ჩვენ მოვახერხეთ დავასრულეთ. სტარტეგიული პრტნიორობა ნიშნავს სამომავლოდაც კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივ საქმიანობას“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)