15:41 - 06 Jul, 2026
|
2025-01-10 09:45:46, 469 ნახვა
მსოფლიო
ლოს -ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ლოს -ანჯელესში 10 მდე გაიზარდა. აქამდე არსებული ცნობებით, დაღუპული იყო 5 ადამიანი. ოლქის სამედიცინო ექსპერტიზაში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების ნეშტების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რასაც შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ლოს-ანჯელესის პოლიციის ცნობით, დააკავეს მამაკაცი, რომელიც სავარაუდო ეჭვმიტანილია ხანძრის გაჩენაში ქალაქის ვუდლენდ ჰილზის რაიონში, თუმცა დაკავებულის ბრალეულობის დადასტურება პოლიციას ჯერ არ შეუძლია და გამოძიებას აგრძელებს. ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა განადგურდა. ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)