22:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 09:42:00, 462 ნახვა

სამართალი
დღეს სასამართლოში აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ჭიჭინაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს.

პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან, მსახიობის მხარდამჭერი აქციის გამართვაა დაგეგმილი.

ინფორმაციისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად. ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics