|
2016-03-03 13:10:04, 440 ნახვა
პოლიტიკა
გოგი თოფაძე: პრემიერ-მინისტრმა ძალიან ობიექტური და სწორი ანალიზი გააკეთა
"პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული, ობიექტური, სწორი ანალიზი გააკეთა დღევანდელი მდგომარეობის", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას: "მოვისმინე პრემიერის განცხადება. პრემიერმინისტრმა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული, ობიექტური, ძალიან სწორი ანალიზი გააკეთა დღევანდელი მდომარეობის. როორც ყოველთვის, ბატონი გიორგი არის ძალიან ობიექტური. ამ დღეებში შევიკრიბებით პოლიტსაბჭოზე და იქ გადაწყდება ყველაფერი",-განუცხადა თოფაძემ "ექსპრესნიუსს" რაც შეეხება იმას, თუ რა შესაძლო ცვლილებებს გულისხმობდა პრემიერმინისტრი, გოგი თოფაძემ დამატებით კითხვებს არ უპასუხა. ცნობსითვის, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. როგორც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, პრემიერის შეფასებით, მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; "წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)