22:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-04 15:41:29, 624 ნახვა

სამართალი
თორნიკე მიგინეიშვილი - საგამოძიებო ორგანო, ცდილობს, რომ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს

პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 4 პირის სასამრთლო პროცესის გადადებას ცდილობს, ინფორმაცია დაკავებულების ადვოკატი ავრცელებს.

როგორც თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს და გადავადებაზე შუამდგომლობით სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედების გასახანგრძლივებლად მიმართავს. 

 

"საგამოძიებო ორგანო, ცდილობს, რომ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, რომ,  პროცესი, რომელიც ჩანიშნული არის 16-ში გადადოს, გაახანგრძლივოს. ჯერ ჯერობით არ ვიცით შუამდგომლობის მოტივაცია რა შეიძლება იყოს, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება ალბათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული გახანგრძლივება. ჩვენი პოზიცია იქნება, რა თქმა უნდა მკაცრი, იმიტომ რომ ვერ ვხედავთ, რაიმე სახის საფუძველს, იმისთვის რომ გაგრძელდეს ეს ვადა, ხელოვნურად არიან ეს ადამიანები ისედაც დაპატიმრებულები, და ამ შემთხვევაში ანდრო ჭიჭინაძე დარჩეს ისევ პატიმრობაში'', - ამბობს ადვოკატი.

 

ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევეაში, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics