|
2024-12-30 17:16:11, 456 ნახვა
მსოფლიო
ბელორუსიაში სანტა კლაუსი და Jingle Bells აკრძალეს
ბელორუსის ხელისუფლებამ სკოლებში სანტა კლაუსი და ინგლისურენოვანი საახალწლო სიმღერები აკრძალა და ამის ნაცვლად რუსული საახალწლო ტრადიციების დაცვა ურჩია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დღესასწაულების წინა დღეს სკოლებისთვის სპეციალური ბრძანება გამოიცა საგანმანათლებლო დაწესებულებებში საახალწლო არდადეგების რეპერტუართან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ აკრძალვა მოიცავს ტრადიციულ საშობაო სიმღერებს, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებსა და დასავლურ მელოდიებს, როგორიცაა Jingle Bells. გარდა ამისა, სასკოლო არდადეგებზე აიკრძალა სანტა კლაუსის (წმინდა ნიკოლოზის ინგლისურ ვერსია) და ნაძვის ხის დეკორაციები, რომლებიც შესაძლოა დასავლურ ტრადიციებთან იყოს დაკავშირებული. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ რეკომენდაცია გაუწია რუსული საახალწლო ტრადიციების გამოყენებას ბელორუსის განათლების სისტემის ყველა დონეზე. პოლონური რადიო იხსენებს, რომ წარსულში ბელორუსია კრძალავდა ვალენტინობისა და ჰელოუინის აღნიშვნასაც.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)