04:15 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-29 11:42:53, 396 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი -კრიზისი არის ტოტალური. მმართველმა პარტიამ, რომელიც მშვიდობაზე გვესაუბრებოდა, ომი დაუწყო ქართველ ხალხს

  “ხელისუფლებისადმი ლოიალური ბიზნესმენებიც გრძნობენ, რომ ეს ქვეყანა ისეთი მიმართულებით მიდის, მათი მომავალიც ვერ იქნება ამ მმართველი პარტიის გვერდით” – ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გააკეთა, სადაც მან მოქალაქეებს მიმართა. მისი განცხადებით კრიზისი ტოტალურია და მშვიდობაზე მოსაუბრე მმართველმა პარტიამ საკუთარ მოქალაქეებს დაუწყო ომი.

"ეს ქვეყანა ისეთი მიმართულებით მიდის, დღეს, თუნდაც ხელისუფლებისადმი აქამდე ლოიალურად განწყობილი ბიზნესის ნაწილი, როგორც ყოველთვის ხდება ასეთ ქვეყანაში, გრძნობს, რომ მისი მომავალიც ვერ იქნება ამ მმართველი პარტიის გვერდით.

იქ აღარავინ არ დარჩა. რამდენი არიან შიგნით? 100-მდე? 150? არ დავითვალოთ. ჩვენ არ ვითვლით. ჩვენ არ გვჭირდება დათვლა, რადგან ბევრნი ვართ.

კრიზისი არის ტოტალური. მმართველმა პარტიამ, რომელიც მშვიდობაზე გვესაუბრებოდა, ომი დაუწყო ქართველ ხალხს და არა მხოლოდ ომი დაუწყო ხალხს, არამედ ყველა წერტილი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ერთობის, ჩამოშალა - სპორტი, კულტურა და ეკლესია. ყველაფერი გაყო და დაყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics