|
2016-03-02 16:09:39, 1776 ნახვა
რეგიონი
ადიგენში მუსლიმების და ქრისტიანების საერთო სასაფლაო გაიხსნება
ადიგენში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე მიღწეულია. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სოფელში სასაფლაო, ორი დამოუკიდებელი შესასვლელით გაკეთდება. სოფელში, სადაო მიწაზე ერთად როგორც მუსლიმი, ასევე მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ადგილზე სასულიერო პირები, გამგებელი და გუბერნატორი იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ინციდენტზე, რომელიც სადაო სასაფლაოს გამო მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე, ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაპირისპირება არ ყოფილა. ცნობისთვის, პრობლემა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს სოფელ ადიგენში გასულ წელს მაშინ შეექმნათ, როდესაც ერთ-ერთი მუსლიმი გარდაიცვალა და მის ოჯახს მართლმადიდებლების სასაფლაოზე მისი დაკრძალვის უფლება ადგილობრივებმა არ მისცეს, რის შემდეგაც ოჯახმა ის მეზობელ სოფელში, ნათესავების სასაფლაოზე დაკრძალა. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ კონფლიქრი აღარ მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)