17:53 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 14:12:46, 497 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა.

როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ ხმების დათვლა მოხდება.

„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, საარჩევნო კოლეგიის წევრებო, 2 საათი შესრულდა. შესაბამისად, კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. აქ იმყოფებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის  წევრები და ჩვენ გადავინაცვლებთ სხდომათა დარბაზში, სადაც განხორციელდება ხმების დათვლა, შედეგების დადგენა და შემაჯამებელი ოქმის შედგენა, რის შემდგომაც გაგაცნობთ შესაბამის შედეგებს.

მანამდე კი, მე მინდა ვთხოვო სამდივნოს, რომ განახორციელონ ყველა ის მნიშვნელოვანი პროცედურა ყუთის დალუქვიდან დაწყებული შესაბამის გამოუყენებელი ბიულეტინების დალუქვით, რის შემდგომაც გთხოვთ, რომ წამოვიღოთ აღნიშნული ინვენტარი სხდომათა დარბაზში, სადაც განხორციელდება ცესკოს სხდომაზე შესაბამისი მონაცემების დადგენა“,- განაცხადა კალანარიშვილმა. 

შეგახსენებთ, დღეს 14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის აჩევნები ჩატარდა. 

პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართა.

ხმის მიცემის დაწყებამდე კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics