21:18 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 17:21:26, 476 ნახვა

პოლიტიკა
განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი იმართება [ვიდეო]

განათლების სამინისტროსთან STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) საზოგადოების ორგანიზებით აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

უწყების შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების რუსულ ენაზე დაბეჭდილი დიპლომები მიიტანეს და დაწვეს.

„მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას; მოვითხოვთ რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას; ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ; ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფას, მათ შორის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აქცია-პერფორმანსის შემდეგ განათლების სამინისტროდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics