|
2024-12-11 12:44:50, 410 ნახვა
პოლიტიკა
რეორგანიზაციის შედეგად, კულტურის და სპორტის სამინისტროები შეიქმნება
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია იგეგმება. კანონპროექტის ძირითად მიმართულებებზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა სპორტის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად მომზადდა, რომლის შედეგად დღეს მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად, აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში ორი დამოუკიდებელი სამინისტრო - კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო შეიქმნება.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს, კომიტეტმა პირველი მოსმენით, ერთხმად დაუჭირა მხარი.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)