23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 14:05:21, 855 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი - 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა

2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისი განცხადებით, დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2024 წელსაც. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონი ლარი იყო. 10 თვის წინასწარი მონაცემებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს.

„ჩვენ ბიუჯეტი შედარებით კონსერვატიულ პროგნოზზე გვაქვს დაგეგმილი. კერძოდ, მიმდინარე წელს რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-ს, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 90 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 44%-ს გადააჭარბა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 82%-ს აჭარბებს“,- აღნიშნა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ორჯერ და მეტად არის გაზრდილი ერთ სულ მოსახლეზე  მთლიანი შიდა პროდუქტი. კერძოდ, 2020 წელს არსებული 4 300 აშშ დოლარიდან, მიმდინარე წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა 9 000 დოლარს გადააჭარბებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics