01:13 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 11:45:11, 855 ნახვა

სამართალი
ადვოკატი ახობაძეზე - მშრალი შიმშილობიდან შიმშილობაზე გადავიდა და ოჯახის წევრების თხოვნით, სითხის მიღებას დათანხმდა

დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მშრალი  შიმშილობიდან შიმშილობაზე გადავიდა და ოჯახის წევრების თხოვნით, სითხის მიღებას დათანხმდა.

ადვოკატის თქმით, ჩადებული ნარკოტიკების საფუძველზე, ახობაძეს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, უკავშირებს მის აქტიურ პოზიციას. იმ დღესაც, როცა გააჩერეს, დააკავეს და ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, ის და მისი მეგობარი მოდიოდნენ აქციიდან. ჩადებული ნარკოტიკების საფუძველზე 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მშრალი შიმშილობიდან გადავიდა შიმშილობაზე, უბრალოდ შვილის და მეუღლის ხათრით თანხმობა გამოხატა, რომ მიიღოს სითხე“,- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, ექიმი გიორგი ახობაძე 8 დეკემბერს დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics