|
2016-03-01 15:08:31, 397 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ოფისის გენერალურ დირექტორს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ოფისის გენერალურ დირექტორს მიხაილ მიოლერს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო გაეროსთან და ორგანიზაციის ჟენევის ოფისთან თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მინისტრმა გაერო-ს გენერალურ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. მათ ხაზი გაუსვეს არსებული კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ცნობისთვის, საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში პირველად მონაწილეობს, როგორც საბჭოს სრულუფლებიანი წევრი. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე და ასევე შეხვედრებს მართავს გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგა მინისტრებთან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)