08:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 15:52:21, 421 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან დებატების გახსნა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დებატების გახსნა არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან, რომლის პოლიტიკამაც შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, რამე ფორმის დებატებზე საუბარი აბსურდია.

"არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დებატების გახსნა არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან, რომლის პოლიტიკამაც შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რაც მთავარია, მოიპარა არჩევნები და მიიტაცა ხელისუფლება.

აბსურდია რამე ფორმის დებატებზე საუბარი. ამის ნაცვლად, დაუყოვნებლივ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ პოლიციის ფორმაში გადაცმული კრიმინალები, რომლებიც ასახიჩრებენ და ძალადობენ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებზე! ასევე, გათავისუფლდნენ დაკავებული მოქალაქეები!

ერთადერთი სალაპარაკო არალეგიტიმურ "რუსულ ოცნებასთან" არის საკითხი - როდის ჩაინიშნება ახალი არჩევნების თარიღი!"- წერს ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics