03:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 11:26:04, 513 ნახვა

საზოგადოება
აქციაზე „ფორმულას“ ოპერატორი თედო ქვაჩახია დაშავდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ფორმულას“ ოპერატორი თედო ქვაჩახია დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ქვაჩახიას დაზიანებები თავის არეში აქვს, რის გამოც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მათივე ინფორმაციით, ოპერატორი მანამდე მხუთავი აირითაც დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ წუხელ საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილიც დაშავდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გაფრინდაშვილს ხელი ჰქონდა დაზიანებული და ისიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics