|
2024-12-01 20:59:35, 427 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმი, ქუთაისი, გორი, ფოთი, რუსთავი, ახალციხე, ბორჯომი, ზუგდიდი - საქართველო საპროტესტო აქციებმა მოიცვეს
ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს – ალბერტ არაქელოვს, ლაშა ფალავანდიშვილს, ვლადიმერ თოდაძეს და ნოდარ მამულაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა ბოლქვაძემ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ნათია ნონიაიანა კი 2000 ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესი მასშტაბური პროტესტის ფონზე გრძელდება. დაკავებულებს ედავებიან ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობას და საზოგადოებრივ წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევას გულისხმობს და გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 173-ე მუხლი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ჯარომის თანხა კიდევ უფრო იზრდება. 29 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის – არასრულწლოვანი და ერთი ქალი. მოგვიანებით არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლეს. გორში ადმინისტრაციული შენობის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვიდა. როგორც ისინი აღნიშნავენ, ბევრი მათგანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე იმყოფება. ბორჯომის ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართება. სახელწოდებით ვიცავთ, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გიორგი ოგანესიანმა ადგილობრივებისთვის მიართვა ჩაწერა. „ამ ვიდეოს ვწერ ჩემი თანაქალაქელებისთვის და განსაკუთრებით ვწერ ჩემი მასწავლებლებისთვის. ბაღში, სკოლასა თუ რეპეტიტორების ასაკში, მასწავლიდნენ სამშობლოს სიყვარულს საკუთარი მაგალითებით. მათ შორის მათი ნაწილი 9 აპრილის მონაწილეები არიან. მათ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად უწევდათ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა. ისინი ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ღალატი და ორპირობა მიუღებელია. არაკაცური, არა ქრისტიანული და არა ადამიანური წაქცეულ ადამიანს შეეხო და დაარტყა“,- ამბობს გიორგი. მისივე თქმით „შესაბამისად, მე მინდა ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელს საქართველოს, ბორჯომში მჯერა, რომ არსებობს ის დემოკრატიული, ის პატრიოტული, ის ქართული, ის კაცური მუხტი, რომელსაც შეუძლია ხმამაღლა უარი უთხრას ნებისმიერ ძალადობას“,-თქვა მან მოქალაქეების აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა. ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. „სანამ, ჯერ კიდევ შეგვიძლია პროტესტის გამოხატვა, გამოდით! ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ზუგდიდში უკვე მე-4 დღეა აპროტესტებენ. მოქალაქეები გუბერნიის შენობასთან არიან შეკრებილები, შემდეგ კი ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას გამართავენ.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)