16:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 14:24:54, 476 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი

საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერმა საქართველოში ევროკავშირის ელჩიც გააკრიტიკა და დასძინა, რომ ელჩის სიცრუე  არყევს ქართველების ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი, 

"ევროკავშირის ელჩი, რომელიც გუშინ ამტკიცებდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა, დღეს ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს შეუჩერებია. ამგვარი სიცრუე და ორპირობა, რომელსაც ქართული საზოგადოება მთელი ამ 3 წლის განმავლობაში აკვირდება, არყევს ქართველების ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი, 

საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული

„ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირის მიერვე ჩატარებული კვლევის - „ევრობარომეტრის“ თანახმად, ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ ნდობა ბოლო 6 თვის განმავლობაში 6%-ით, რეკორდულ ნიშნულამდე - 58%-მდე შემცირდა. თუმცა, იმ ადამიანებს, რომელთა დავალებითაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები მოქმედებენ, არც საქართველოს ეროვნული ინტერესები აინტერესებთ და არც ევროკავშირის იმიჯი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ხაზგასმით ვთქვით გუშინწინაც და გუშინაც. საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ეს არის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რომელთა 90 პროცენტზე მეტი უკვე 2028 წელს გვექნება შესრულებული.

თუმცა, ამასთან ერთად, არავის მივცემთ საშუალებას, ისეთი ფორმალობა, როგორიც მოლაპარაკებების გახსნის საკითხია, საზოგადოების გახლეჩის, ქვეყნის არევისა და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობისთვის გამოიყენოს. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ წაიყვანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics