18:27 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 23:47:10, 478 ნახვა

პოლიტიკა
საპროტესტო აქციაზე იურისტი საბა ბრაჭველი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იურისტი საბა ბრაჭველი დაშავდა.

ბრაჭველს აქციაზე თვალის არეში, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია მოხვდა.

მას ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა გაუწია.

„ჩიტაძეზე გადამიღო რამდენიმე პოლიციელმა ფოტო/ვიდეო, ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა, მოვშორდით აქაურობას, ჭიჭინაძე/ინგოროყვაზე ავედით და იქ ჩვეულებრივად დგომის დროს, სპეცრაზმიდან მიმიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს. მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი წესრიგშია, წარბს და ლოყას რა უშავს. მადლობა მოკითხვისთვის ყველას. ავალ ახლა უკან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რო მ შინაგან საქმეთა სამინისტრო თქვენი ძაღლების არავის ეშინია, არავის“,- წერს ბრაჭველი სოციალურ ქსელში.

ასევე, სპეცრაზმმა მოქალაქეებისგან ჩიტაძის ქუჩის წმენდა დაიწყო, რამდენიმე პირი სწრაფად გადაადგილების შედეგად წაიქცა და დაზიანებები მიიღო.

მოქალაქეებმა ჩიტაძის ქუჩიდან ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics