|
2016-02-29 16:01:48, 545 ნახვა
საზოგადოება
ვასაძე: ჩვენი რეაქციის შედეგად, საგნის სტანდარტიდან სახიფათო ფორმულირებების დიდი ნაწილი ამოღებულია
ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, საზოგადოების რეაქციის შედეგად, სახიფათო და მიუღებელი ფორმულირებების დიდი ნაწილი საგნის "მე და საზოგადოება" სტანდარტიდან დროებით ამოღებულია. პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტების სხდომაზე ვასაძემ იმ სახიფათო ფორმულირებებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, საგნის პირველ რედაქციაში იყო მოცემული: "ჩვენს მიერ მიცემული რეაქციის შედეგად საგნის ე.წ. სტანდარტის ამჟამიდნელ რედაქციაში თქვენ ვერ ნახავთ ჯერჯერობით იმ ფორმულირებებს, რომელიც მის პირველ რედაქციაში იყო. იქ ეწერა მაგალითად, რომ ამ საგნის ფარგლებში ჩვენს შვილებს უნდა დაავალონ, ითამაშონ როლური თამაშები ყველა სახის უმცირესობისა და განაცდევინონ მათ ჩაგვრა. იმავე რედაქციაში ეწერა, რომ ბავშვებმა კლასში უნდა განიხილონ, რატომ ვერ უგებენ მათ ბოლომდე მშობლები და ოჯახის წევრები, რომ ბავშვმა მშობლებს უნდა ჩაუტარონ ინტერვიუ, თუ რატომ არ იცავენ ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესს და წარმოადგინონ ამ ინტერვიუს შედეგები კლასში. ამავე საგანში ეწერა და მგონი ახლაც წერია, რომ მე-3, მე-4 კლასელ ბავშვს უნდა ასწავლონ ბიუჯეტირებისა და მეურნეობის საფუძვლები, სამშობლოს სიყვარული, გეოგრაფია, ისტორია და სხვა.ზემოთ ხსენებული საგანი ჩვენი შვილებისთვის საფრთხის შემცველია. ჩვენი საზოგადოების რეაქციის შედეგად, ამ სახიფათო და მიუღებელი ფორმულირებების დიდი ნაწილი მართლაც ამოღებულია დროებით ამ საგნის სტანდარტიდან. დარწმუნებული ვარ, საკმარისია ეს ფანჯარა გავაჩეხინოთ ჩვენს სკოლებში და ყოველივე ეს სწრაფად დაბრუნდება ამ სტანდარტსა და სახელმძღვანელობის მომდევნო რედაქციებში",-განაცხადა ლევან ვასაძემ. ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, საგანს საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები დაერქმევა: „ის სტანდარტი, რომლზედაც ვმუშაობდით მე-3 მე-4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები, რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად გადაუდებლად გვჭირდება. ამჯერად მესამე, მეოთხე კლასში, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, ამ ქვეყნებს საზოგადოებრივი მეცნიერებები დანერგილი აქვთ სკოლამდელი განათლების ნაწილიდან“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ უცხო ქვეყნების და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებებს რომლებსაც მე-3, მე-4 კლასში ნერგავენ „არაფერი საერთო არ აქვთ იმ ტყუილთან, ცილისწამებასთან, რაც რამდენიმე ადამიანის მხრიდან გაჟღერდა“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, შექმნილია პეტიცია, რომელიც სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)