19:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 23:26:03, 398 ნახვა

პოლიტიკა
„იწყება წინააღმდეგობა“ - სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.

როგორც ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, იწყება წინააღმდეგობა.

„მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად. ვიქნები, სადაც შევძლებ ყოველთვის, მუდამ. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ეს არის მიზანი შიგნით, გარეთ, რომელზეც ასევე ვმუშაობ, რომ გვქონდეს სრული მხარდაჭერა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics