21:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 12:23:32, 402 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ „გამჭვირვალობის კანონს“, ძაღლს ერქმევა „საბაკა“ - ძაღლს ერქმევა ძაღლი

არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ მაგალითად კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში - საოცარი თეზისი არსებობს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ სამთავრობო პროგრამის წარდგენის დროს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ხვალ საქართველო ბრიუსელში გაიღვიძებს.

„არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, ძაღლს საქართველოში ერქმევა „საბაკა“ და იგივე მიმართულებით არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში. არა თბილისში და საქართველოში, არამედ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა არა ძაღლი, არამედ „დოგ“ ან რამე ამდაგვარი. რაც არ უნდა მოხდეს, მე გარწმუნებთ, ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში; ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე. ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი და ადამიანს - ადამიანი; ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და სახელმწიფოს - სახელმწიფო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ჩვენი სამშობლო - საქართველო“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics